თეგებით ძიება

"მოდი ფოტო გადაგვიღე, გვინდა ყველამ გვნახოს" - ვინ ზრუნავს ბათუმის სისუფთავეზე

ყოველი ქალაქის მშვენიერებაზე მუნიციპალური სამსახური და დასუფთავება ზრუნავს, თუმცა, ალბათ ცოტას თუ უფიქრია რამდენად შრომატევადია მათი სამსახური.

ბათუმელები და არა მხოლოდ, ყოველთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს, შეამჩნევენ ბათუმის გამწვანებულ მიდამოს, ისტორიულ ძეგლებსა თუ შენობებს, რომელსაც სეზონის შესაბამისი ყვავილები ამშვენებს. გარემოს სადაც ცხოვრება ყველაფერს უხარია.

სწორედ ასეთ მშვენიერ გარემოზე ზრუნავენ ბათუმის დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები.

ადამიანები, რომლებიც ყოველ სისხამ დილით შემოუვლიან ქალაქის ქუჩებს და სანამ ტრორუარზე პირველი ადამინი დააბიჯებს ფეხს, უკვე გამშვენებული და გალამაზებულია შემოგარენი.

"მოდი ფოტო გადაგვიღე, გვინდა ყველამ გვნახოს" - ვინ ზრუნავს ბათუმის სისუფთავეზე


მახსოვს, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, გამოცდა დილით მქონდა და სწორედ იმ ადგილას ვიმყოფებოდი, სადაც გამწვანების სამსახურია. ვაკვირდებოდი საქმინობით დაღლილ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და ახალი მცენარებით შემკულ მებაღეებს, რომლებიც ემზადებოდნენ საკუთარი საქმიანობის შესასრულებლად.

გუშინ, ქალაქში გამოსულს, ბათუმის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ბაბუები შემხვდნენ და სწორედ ისინი გახდნენ ჩემი ინსპირაციის წყარო, თემა მათთვის მიმეძღვნა.

ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა - “მოდი ფოტო გადაგვიღე და გაგვავრცელე, გვინდა ყველამ გვნახოსო“. - ვკითხე მათი ცხოვრების შესახებ და გავიგე, რომ „მეეზოვეობა არაა მარტივი საქმე".



"ჩვენ ყველას გვიწვეს ვაკეთოთ საქმე. ეს არც იქნებოდა დამღლელი, თითოეულ ბათუმელს გათვიცნობიერებული რომ ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნეს საუბარში.

ბათუმი მართლაც მოვლილი და მოწესრიგებული ქალაქია, რომელსაც სწორედ ეს ადამინები აქცევენ ყურადღებას. მათთან საუბარში მივხვდი, რომ მათ მხოლოდ საქმინობა კი არა, თვითონ ქალაქის სიყვარულიც აერთიანებთ. მიუხედავად საკმაოდ შრომატევადი საქმიანობისა, მათი ანაზღაურება იმდენად მინიმალურია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თანხმდება ასეთ სამსახურში მუშაობას ადამინი.



ჩემი საყვარელი ქალაქის ბათუმის მშვენიერებაზე ზრუნავენ ადმაინები, რომლებსაც საკუთარი საქმინობა უყვართ და ცდილობენ, ერთიანი ძალით, იმ შრომით, რომლიც დილით იწყება, მოუარონ საკუთარ ქალაქს და აჩვენონ ბათუმელებს მაგალითი, როგორ მოუარონ ქალაქს.

ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა