დღეს, საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდება
დღეს, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე წერილობით მტკიცებულებებზე იმსჯელებენ.
ადვოკატის თქმით, ესეც კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის საკითხზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, ამ სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ რეალურად ამ გამოკვლევით კიდევ ერთხელ ფარდა აეხდება იმას, რომ არანაირი დანაშაული, იმ ქმედებებში, რაც ბრალად აქვს შერაცხული ნიკა გვარამიას არ არსებობს და ეს არის პოლიტიკური მოტივაციით მისი დევნა", - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.