თეგებით ძიება

ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების შემთხვევაში ოკუპირებულ აფხაზეთში პატიმრობა განისაზღვრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ელექტროენერგიის უკანონო გამოყენების შემთხვევაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა განისაზღვრა. ინფორმაციას Apsadgil. Info ავრცელებს.

გარდა ამისა, კრიპტოვალუტის „ფერმების“ მუშაობისთვის ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებისთვის დიდი ოდენობით ჯარიმა დაწესდა, ხოლო მოწყობილობების კონფისკაცია მოხდება.

ასევე პატიმრობა გათვალისწინებულია ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებისა და მაინინგის უკანონო "ფერმების" მოსაწყობად სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. ამისთვისაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა