თეგებით ძიება

წამება და გაუპატიურების მუქარა - 24 წლის პატიმარი ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ამხელს

24 წლის პატიმარი ნოდარ ტატუნაშვილი სასჯელაღსრულების მეექვსე დაწესებულების ადმინისტრაციას სექსუალური ძალადობის მუქარასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
როგორც პატიმარმა საკუთარ ოჯახის წევრებს უთხრა, მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა, ადმინისტრაციისგან კი უარი მიიღო.
ძალადობის ფაქტი 11 თებერვალს მოხდა. სასტიკად ნაცემ პატიმართან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ციხის უფროსი შევიდა და მედიკამენტი მისცა, რომელიც თითქოს ტკივილგამაყუჩებელი იყო. წამლის დალევის შემდეგ ტატუნაშვილმა გონება დაკარგა, ხოლო როცა გამოფხილდა, სამარტოო საკანში შიშველი იყო.
პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ ტატუნაშვილს ცოცხისა და "დუბინკის" გამოყენებით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ახლობლების თქმით, ამჟამად ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა