თეგებით ძიება

შსს - ვლადიმერ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა, მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა. როგორც უწყებაში განმარტავენ, მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

მათივე ცნობით, პოზნერი საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

"რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს-ში.

თბილისში 50-კაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი პოზნერის 87 წლის იუბილის აღნიშვნაა.

სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად ვახშმობს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა