შრომის ინსპექციამ "ვინოტელი" 10 ათასი ლარით დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ სასტუმრო"ვინოტელი", სადაც სადაც რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები იმყოფებიან, 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
სასტუმროს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიას მიაწოდა. მის შეკითხვაზე, რატომ რჩებიან პუტინის მეგობრები სასტუმროს ტერიტორიაზე, პოლიციის წარმომადგენელი არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი, რომელიც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევს, თბილისში 50-კაციან დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანი პოზნერის 87 წლის იუბილის აღნიშვნაა.
რუსი ჟურნალისტის ჩამოსვლას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ. სასტუმრო "ვინოტელთან" მიმდიბარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. აქტიცვისტებმა სასტუმროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს.