თეგებით ძიება

COVID-19-ით გარდაცვლილი ექიმის შვილმა, დედის სიკვდილის გაგების შემდეგ, ციხეში თავი მოიკლა

კორონავირუსით გარდაცვლილი ლანჩხუთელი ექიმის პატიმარმა შვილმა, მას შემდეგ, რაც დედის სიკვდილი გაიგო, ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში მოხდა.

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმარმა, 31 მარტს, შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან სატელეფონო ზარი განახორციელა, რა დროსაც დედის გარდაცვალება შეატყობინეს.

ცნობისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმი დღეს დაკრძალეს.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა