სისხლიანი დაპირისპირება ხაშურის რესტორანში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი
სისხლიანი დაპირისპირება ხაშურში - "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, რესტორან "დიაოხში" დაწყებული შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილია ორი 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ხაშურის საავადმყოფოში ამბობენ, რომ დაჭრილებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ერთი მათგანი პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ბინაზე გაწერეს, მეორეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.
რესტორანში ამტკიცებენ, რომ მათთან არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. შსს-ში აცხადებებ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და გამოძიება 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს.