ანდრია სარიას განემარტა, რომ მისი ქცევა ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას
"მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე",- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე.
მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,”- აცხადებს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, ანდრია სარიას საკითხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, რამდენიმე საათის წინ, საჯაროდ განიხილეს.