თეგებით ძიება

საფრთხედ ქცეული მაწანწალა ძაღლები გურიის რეგიონში

ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: ღმერთმა ადამიანის შექმნამდე, ცხოველი შექმნა. ისევე როგორც ჩვენ, მათაც აქვთ: სიცოცხლის, კვების, თავშესაფრის ქონის უფლება.

ადამიანმა მოიშინაურა და საყვარელ ცხოველად და ერთგულ მეგობრად ძაღლი მიიჩნია. ამასთან ჯოშ ბილინგი ამბობდა: "ძაღლი ერთადერთია დედამიწაზე, რომელიც უფრო მეტად შეგიყვარებს, ვიდრე შენ."

მაგრამ რა გახდა იმის მიზეზი, რომ ვიმეტებთ მათ ქუჩაში გასაყრელად? ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ სიკვდილისთვის ვწირავთ უმწეო არსებებს. საზოგადოების ნაწილი იმასაც ამბობს რომ მაწანწალა ძაღლები პრობლემას წარმოადგენენ.

საფრთხედ ქცეული მაწანწალა ძაღლები გურიის რეგიონში


გურიაში, კერძოდ: ქალაქ ლანჩხუთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის უღელტეხილზე, ეს პრობლემა მართლაც შეინიშნება. მოსახლეობის თქმით, მაწანწალა ძაღლები ამ ტერიტორიაზე უკვე დიდი ხანია გამოჩნდნენ. მოქალაქეები ამ ადგილას ტოვებენ უპატრონოდ ძაღლებს, რომელიც აღარ სჭირდებათ, შემდეგ კი ძაღლები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემა ხდება.



გასულ წელს, უპატრონო ძაღლებს, ნასაკირალის უღელტეხილზე ხის სახლები დაუდგეს, რათა თავშესაფარი ქონოდათ. მაგრამ როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, სამწუხაროდ, ძაღლების სახლი მოიპარეს.



ცნობილი ფაქტია, რომ გასულ წელს ნასაკირალში მიუსაფარმა ძაღლებმა ქალი დაკბინა.

რაც შეეხება ლანჩხუთის მოსახლეობის თქმით, იქ მშიერი ძაღლები მოქალაქეებს ხელებში ახტებიან. აგრეთვე ლანჩხუთში არსებული დასასვენებელი პარკი მაწანწალა ძაღლების თავშესაფრადაა ქცეული.

დროა და აუცილებელია, საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი, რომ ძაღლებსაც სჭირდებათ სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ამ პრობლემას სპეციალურ სამსახურთან ერთად მოსახლეობაც უნდა ებრძოდეს, რათა მომავალ წლებში აღარ ვხედავდეთ ქუჩებში შიმშილისგან, სიცივისგან და ავტოავარისაგან დახოცილ ცხოველებს.



ეს შემზარავი სანახაობა უნდა დასრულდეს, ამაში კი ლანჩხუთსა და ნასაკირალს დახმარება სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე.



ჩვენ, მოქალაქები, ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ჩვენი კუთხის ბიომრავალფეროვნებაზე. ყოველთვის გავიძახით რა ამბავია ამდენი მაწანწალა ძაღლი?! როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ!! სახელმწიფო არ ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ, დავფიქრებულვართ? - ჩვენ ხომ არ ვართ დამნაშავეები ამდენი მაწანწალა ძაღლი რომ ცხოვრობს ქუჩაში...

სტატიის ავტორი: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა