თბილისში კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მთაწმინდაზე, ბააზოვის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, უსახლკარო იყო.
მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.