ბათუმის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი წინასწარ დეკლარირებული ტვირთის ვეტერინარული კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„წარდგენილ დეკლარაციაში, არასწორად ასახულმა სასაქონლო ოპერაციის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10064 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, იმპორტიორი კომპანია სანქციის სახით, 10064 ლარით დაჯარიმდა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.