თეგებით ძიება

რომ არა მსახიობი, არვინ ვიქნებოდი - საგარეჯოს ცნობილი "ფუფალა"

„ჩემი რეგიონის“ ფარგლებში TIA.GE მკითხველს, ნათელა დიღმელაშვილს გააცნობს. ქალბატონ ნათელას მთელს რაიონში იცნობენ, როგორც „ფუფალას“. დღეს ქალბატონი ნათელა საგარეჯოს თეატრში თამაშობს და ასევე წერს ლექსებს.

დაიბადა საგარეჯოს რაიონ სოფელ გიორგიწმინდაში, გლეხის ოჯახში. 8 წელი სწავლობდა გიორგიწმინდის სკოლაში და შემდეგ გადავიდა საგარეჯოს ნომერ 1 საშუალო სკოლაში. ხშირად იღებდა მონაწილეობას სკოლის აქტივობებში და პარალელურად წერდა ლექსებს.

სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქალაქ თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის სასწავლებელში. სწავლის წარმატებით დაასრულების შემდეგ, კი ჩაირიცხა შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტში.

რომ არა მსახიობი, არვინ ვიქნებოდი - საგარეჯოს ცნობილი "ფუფალა"


- როგორ აარჩიეთ თვენი პროფესია და როგორ გაისხნებდით თქვენს პირველ გამოსვლას სცენაზე?

- ეკლესიაში პატარა სცენა გვქონდა, 6 წლის ვიყავი პირველად რომ ავედი და სპექტაკლი „კუწოს და კოწოს“-ში ერთ-ერთი როლი ვითამაშე, სწორედ აქედან მოვინათლე მსახიობად... 1997 წელს დავასრულე თეატრალური სასწავლებელი და იმ წელსვე ავედი სცენაზე, ეს ჩემი პირველი მთავარი როლი იყო. სპექტაკლი დაიდგა მიხალკოვის პიესის მიხედვით - „ველურები“ სადაც ვთამაშობდი ვეფხვის მომთვინიერებლ ზოიას.

- როგორ მუშოაბდით თეატრში და რამე ხომ არ შეიცვალა ამდენი წლის მანძილზე?

- მე ყოველითვის დავდიოდი თეატრში,ამაში ხელს ყველა მიწყობდა განსაკუთრებით კი ოჯახი და მეუღლე. არასდროს არავის შეუზღუდივარ, რა თქმა უნდა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ადრე ადამიანებისთვის ეს პროფესია უბრალო გასართობი საშუალება იყო, სამსახურში მუშობდენ და პარალელურად ხელოვნებაც უყვარდათ, საღამოობით კი თამაშობდნენ. დღეს ეს რეალობაც შეიცვალა და რა თქმა უნდა რეჟისორი და მსახიობებიც.

- ქალბატონო ნათელა, რამდენ სპექტაკლში მიგიღიათ მონაწილეობა და რომელიმეს ხომ ვერ გამოარჩევდით?

- მონაწიელობა მიმიღია დაახლოებით, 50-მდე სპექტაკლში და ყოველ სპექტაზლე ახალი ადამიანი ჩნდებოდა ჩემში. ყველაზე მეტად გამოვარჩევდოი ნატვრის ხის „ფუფალა“, „კუკარაჩა“ და ა.შ.



- რომ არა მსახიობი სად ხედავთ თქვენს თავს?

- რომ არა მსახიობი, არვინ ვიქნებოდი. შეიძლება ვყოფილიყავი თუმცა მე ვერ წარმიმიდგენია ჩემი თავი სხვა პროფესიაში.უფალმა მიბოძა ეს ნიჭი და ვარ ამ პროფესიაში.

- ხომ არ აიგივებთ თქვენს ლექსებს თქვენივე სპექტაკლებში განცდლი ემოციებთან და დაახლოებით რამდენი ლექსი გაქვთ დაწერილი?

- არასდროს ვაიგივებ, რადგან როდესაც ლექს ვწერ თვითონ მოდის მუზა და იმ წამს მაქვს სხვა განცდა, სხვა ემოცია. ხოლო სპექტაკლში სხვა განცდა და ემოცია მეუფლება. დახლოებით 200მდე ლექსი მაქვს დაწერილი.

- როგორ იწყება თქვენი დილა?

- ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება, 6 საათზე უკვე მღვიძავს და ჩემს საქმეებს ვიწყებ, ვუვლი ქათმებს, ვეფერები ნატვრის ხეს და მივდივარ ჩემს საყვარელ თეატრში.



- როდის დაიწყეთ ლექსების წერა და როგორი სახის ლექსებს წერთ?
მე-6 კლაში ვიყავი როცა პირველი ლექსი დავწერე. როცა მუზა მოდის მგონია ახლიდან ვიბადები. მე ვწერ ყველაფერზე ლექსებს: სამშობლოზე, გაზაფხულზე, ჩემ მხარეზე. ვცდილობ, ორივე გრძნობა ჩავდო ლექსში. სევდიანიც იყოს და ამავდროულად სიხარულიც იგრძნობოდეს.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

- სამომავლოდ მინდა ჩემი წიგნი გამოვუშვა, მაგრამ ჯერ არ მაქვს საკმარისი ფინასნები, თუმცა ვცდილობ რომ ახლო მომავალში ეს საქმე მოვაგვარო.

- რას ეტყვით მომავალ თაობას?

- ვუსურვებ, მთელს საქართველოს უყვარდეთ ერთმანეთი. გვესწავლოს ერთმანეთის გატანა თუ ერთმანეთი გვეყვარება და სიკეთეს გავაკეთებთ მაშინ საქართველოც გაბრწყინდება და შურიც აღარ იქნება.




ავტორი: მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა