თეგებით ძიება

კურორტი ფასანაური - სამკურნალო წყლების საბადო

კურორტი ფასანაური დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გასაოცარი ბუნებისა და სუფთა ჰაერის გარდა იგი გამორჩეული და განსაკუთრებელია სამკურნალო წყლების, როგორც მოსახლეობა უწოდებს „მჟავე წყლების“ სიმრავლით.

ფასანაური ზაფხულში ყოველთვის დატვირთულია, აქ შეხვდებით, როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ქართველ დამსვენებლებსაც, რომლებიც კურორტს ხშირად სტუმრობენ. ფასანაურის ცენტრთან ახლოს თეთრი არაგვის სანაპიროა, სწორედ აქ მდებარე მჟავე წყალია განსაკუთრებით განთქმული, ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, მხედველობისა და სახის კანის დაავადებებისთვის. ფასანაურს ყველაზე ხშირად სწორედ ამ წყაროს გამო სტუმრობენ, დამსვენებელთა უმეტესობას მოჰყავს მცირეწლოვანები, რადგან წყლის ხშირი მიღება აუმჯობესებს ბავშვის კანის მდგომარეობას, ასევე მჟავე წყალი სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით, რაც მცირეწლოვანთათვის განსაკუთრებით ღირებულია.


კურორტი ფასანაური - სამკურნალო წყლების საბადო

ფოტო - ნინო წიკლაური
მჟავიანობის გამო წყლის ამოდინების მიმდებარედ ზედაპირის ფერი შეცვლილია.

ფასანაურში შეხვდებით კიდევ ერთ მჟავე წყალს, რომელსაც მკვიდრი მოსახლეობა „ნადიბაათ ვეძას“ უწოდებს , მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული წყარო მეტად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე მკვიდრი მოსახლეობის რეკომენდაციით, უმჯობესია, მჟავე წყალი 1-2 კვირის განმავლობაში მიიღოს ადამიანმა შედეგისთვის.



ფასანაური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, იგი გამორჩეული ბუნებისა და უგემრიელესი კერძების სამშობლოს გარდა, მაკურნებელი წყლების საბადოა, ფასანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შედარებით ყაზბეგისკენ მდებარეობს მესამე მჟავე წყალიც, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, წყარო ძალიან სახიფათო ადგილას მდებარეობს, რაც ართულებს მის მოპოვებას.
უმჯობესია წყლის მოსაპოვებლად მზიან და მშრალ ამინდში გაეშუროთ, ასევე მკვიდრი მოსახლეობის რეკომენდაციით წყაროს მოსაპოვებლად უმჯობესია გიდობა გამოცდილმა ადამიანმა გაგიწიოთ.
ფასანაური შესაძლოა სწორი ეკონომიკური ნაბიჯის მაგალითად იქცეს, მხოლოდ საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა