თეგებით ძიება

ნუ დაანაგვიანებ, გაუფრთხილდი გარემოს!

მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროსა და სოფელ ივლიტას შორის გადის ცენტრალური გზა,რომელიც ხშირი სატურისტო ზონაა და აქ ჩვეულებრივი მოვლენაა ზაფხულობით ველოსიპედებით მოსეირნე ტურისტები, უცხოელები თუ მოლაშქრე ახალგაზრდობა.

აბასთუმანში, არა მარტო ზაფხულობით, დასასვენებლად ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან თუ რეგიონიდან,ხოლო ადგილზე ჩასასვლელად აუცილებელია ამ გზის გავლა.

ნუ დაანაგვიანებ, გაუფრთხილდი გარემოს!



თითოეული ადამიანი ამ გზაზე აწყდება საშინელ უსუფთაობასა და სიბინძურეს. ეს მიდამო თავისი ბუნებრიობით საკმაოდ ლამაზი და სანახაობრივია, ქვემოთ მდინარე, მეორე მხარეს მაღალი კლდეა,საიდაც ღვთისმშობლის ეკლესიაა აღმართული.

სანამ ასფალტის ნაწილი დაიწყება, პატარა შეჭრილი ადგილია, სადაც რამდენიმე წლის წინ ე.წ. მოსაცდელი ააშენეს, სადაც მგზავრს შეუძლია წვიმისა თუ სიცივის დროს ადგილს თავი შეაფაროს.

ყველაზე დიდი საშინელება და ტრაგედია კი ის არის, რომ აქაურობა დამსგავსებულია პატარა ნაგავსაყრელს, ხალხი არ ფიქრობს აქაურობაზე ,არ აინტერესებთ მისი სისუფთავე და სილამაზე. გამართლება შეიძლება ყოფილიყო ნაგვის ურნის არ არსებობა,თუმცა აქ იგი უკვე წლებია რაც დგას.




მიუხედავად ამისა ეს ადგილი სავსეა სხვადასხვა გადაყრილი ნივთით, პლასტმასის ბოთლებით, პარკებით,ზოგჯერ სამოსსაც კი შეიძლება წააწყდეს ადამიანი. ხოლო დღევანდელობიდან გამომდინარე აქაურობას დაემატა უამრავი გადაგდებული პირბადე.

მოსაცდელის კედლებზე შიგნიდან აკრავენ სხვადასხვა განცხადებისა თუ აგიტაციის შემცველ პლაკატებს, რომლებსაც რა თქმა უნდა კედლებიდან აშორებენ და ნაგვის ურნაში ჩაყრის ნაცვლად ყრიან ქვევით.

რა თქმა უნდა კითხვაზე - როდის დაასუფთავებენ გარემოს მერია კომენტარს არ აკეთებს, ხოლო სოფლის მოსახლეობაც დუმილს ამჯობინებს. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ტერიტორია მათ საკუთარი ძალებით დაასუფთავეს, თუმცა იმის გამო,რომ მუდმიავდ იგივე მეორდება - „თავი მიანებეს“.
ნაგავს აქ თითქმის ყველა ყრის, დიდი,პატარა ადგილობრივი თუ უცხო. რაც შეეხება ნაგვის დამგდებლებს აქ ყველას ერთი პასუხი აქვთ, „მე რა გავაკეთო აბა ნაგავს სახლში ხომ არ წავიღებ?“ სამწუხაროა რომ ისინი ვერ ხედავს გვერდით მდგარ ნაგვის ურნას.




ხშირად ჩვენს კულტურასა და მაღალგანვითარებაზე საუბრისას თვალთახედვიდან გვრჩება ის ფაქტი რომ, ჩვენს კულტურაზე ძირს დაყრილი ნაგავიც მეტყველებს და საჭიროა ვისწავლოთ ის რომ, ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ.

სტატიის ავტორი - ნატალია ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა