თეგებით ძიება

" მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა" - ვისზე წერს ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა.

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.
იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.
დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა", - წერს ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა