თეგებით ძიება

ლაგოდეხში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის შვილი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილი, სოფლის ცენტრში მდებარე ერთ- ერთი რესტორნის მფლობელის შვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე ჭრილობა, ცივი იარაღით სტუმარმა მიაყენა, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ადგილობრივების ამბობენ, რომ დაჭრას წინ სუფრასთან, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ჩხუბი უძღოდა.

დაჭრილი ახალგაზრდა, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები იმყოფებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა