თეგებით ძიება

მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს საქმის ახალ გარემოებებს გაასაჯაროვებენ

ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები დღეს საქმის ახალი გარემოებების გასაჯაროვებას გეგმავენ, მედდის ოჯახის წევრები კი გამოძიების მიზანმიმართულად გაჭიანურების შესახებ საუბრობენ.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი განმარტავს, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, სავარაუდოდ, ეს გარემოებები მეგი ბაქრაძისთვის ჩატარებულ ანალიზებს უკავშირდება.

მეგი ბაქრაძის ბიძა, ტარიელ ბაქრაძე კი აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება. ის არ გამორიცხავს იმასაც, რომ კლინიკა „იმედს“ ვინმე ხელს აფარებდეს.

„ეჭვები გვაქვს, მაგრამ ზოგადად, ვერ ვხვდებით, რატომ იწელება ეს პროცესი, შეიძლება ვიღაც მფარველობს კლინიკას, ან სახელმწიფოს არ აწყობს, რომ გამოიძიონ. ზოგადად, შესაძლოა, თვითონ პროტოკოლი არ იყო სწორად შედგენილი“,- აცხადებს ის.

ბაქრაძის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი კი აღნიშნავს, რომ ადვოკატებს საქმის მასალები სრულად ისევ არ გადასცემიათ. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და რეგულირების სააგენტოს დასკვნა - მათთვის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.

„ეს არის რეალურად ის სამედიცინო ისტორიები, რომლებიც აქამდე გვქონდა. საავტომობილო შემთხვევის სამედიცინო ისტორია და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია - რეგულირების სააგენტოსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არ აქვს არც გამოძიებას, არც ჩვენ.

ჭიანურდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ჭიანურდება რეგულირების სააგენტოს დასკვნაც, რომელზეც უკვე ორჯერ გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეალურად, ეს დასკვნა მზად არის, უბრალოდ, ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ შედეგ ერთად გამოაქვეყნონ“,- განაცხადა მან.

ამავე თემაზე:

????ლევან რატიანი: სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს

????„მედდას კორონავირუსი ვაქცინაციამდე ჰქონდა“ - ეკატერინე ტიკარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა