ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვებში
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე, ბავშვებში ემოციური ინტელექტის განვითარების სტადიების შესახებ წერს:
სოციალური კოგნიცია - როგორც სოციალური ურთიერთობების გაგების უნარი, ემოციური ინეტელექტის ერთ-ერთი ნაწილია. შეგვეძლოს იმის წარმოდგენა, თუ რას ფიქრობენ, გრძნობენ სხვები და გავუგოთ მათ.
როგორ ყალიბდება სოციალური კოგნიცია ბავშვებში რობერტ სელმანის მიხედვით:
0-6 წლამდე არადიფერენცირებული ეგოცენტრიზმის სტადია.
ამ ასაკში ბავშვები ვერ ავლენენ მკაფიო ზღვარს საკუთარ ინტერპრეტაციასა და სხვა ადამიანის პოზიციას შორის. კითხვაზე თუ რას გრძნობს სხვა, ისინი საკუთარ გრძნობებს იშველიებენ პასუხად. ამ პერიოდში "მე" და "სხვა" არაა განცალკევებული.
6-8 წლამდე სოციალურ-ინფორმაციული სტადია.
ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ სხვას შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს რაიმე საკითხის მიმართ. თუმცა უჭირს იმის გაგება, რატომ ფიქრობს სხვა სხვანაირად. დასკვნები ხილული დაკვირვებიდან გამოაქვს. არ სეუძლია იმის გაგება, რომ შესაძლოა სხვები მალავდნენ გრძნობებს ან მოტივებს.
8-10 წლამდე თვითრეფლექსიის სტადია.
ამ სტადიაზე ბავშვს შეუძლია საკუთარი ფიქრებიდან განცალკევება და სხვა ადამიანის შეხედულებების დანახვა და მიღება, სხვათა პოზიციებზე დასკვნების გაკეთება, საკუთარი ქცევის და მისი მოტივების ანალიზი სხვა ადამიანის პოზიციიდან. ერთდროულად. მოქმედებს „მე ვფიქრობ- შენ ფიქრობ“, პრინციპი და ვერ ხდება უფრო ფართო, მესამე პირის თვალსაზრისის მიღება.
10-12 წლამდე. მესამე პირის თვალსაზრისის მიღების სტადია.
მას შეუძლია საკუთარი თავის როგორც ობიექტის, ასევე სუბიექტის როლში დანახვა მესამე პირის თვალსაზრისის პოზიციიდან. მეგობრობა ახლა განიხილება არა როგორც ერთმანეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესი, არამედ ურთიერთქმედებათა სერია.
14 წლიდან-მოზრდილობამდე. სოციალური თვალსაზრისების მიღების სტადია.
ხდება გაცნობიერება, რომ უცხო მოტივები, ქცევები, ფიქრები და გრძნობები განპირობებულია ფსიქოლოგიური მიზეზებით, და ასევე არაცნობიერადაც ( ამის გააზრება, რასაკვირველია ინტუიტიურია: თუმცა ყველა მოზარდს არ შეუძლია მათი ფსიქოლოგიის ტერმინებში ფორმულირება). მოზარდი იწყებს იმის გააზრებას, რომ პიროვნება არის ნიშან-თვისებების, რწმენების, ღირებულებების და წესების სისტემა და ამ სისტემას აქვს საკუთარი განვითარების ისტორია.