გიგი უგულავა - 15 მაისის აქცია ძალაშია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებით, 15 მაისი ძალაშია.
როგორც უგულავამ "ლელოს" ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეკრების შემდეგ აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ მოლაპარაკებები კიდევ უფრო გართულდება.
"ამ კვირაში დაიწყება რეგიონალური გასვლები. 15 მაისი ძალაშია, უნდა ვაჩვენოთ, რომ მოლაპარაკების პარალელურად, რა ტკივილიც აქვს საზოგადოებას, არსად წასულა, არსად გამქრალა, პირიქით, მატულობს, სულ უფრო და უფრო დამუხტული ხდება", - აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.