თეგებით ძიება
10. 01. 2025 მსოფლიო

პუტინი ტრამპთან შესახვედრად წინაპირობების გარეშე მზად არის - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად წინაპირობების გარეშე მზად არის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან შესახვედრად ღიაა. ამისთვის არავითარი პირობები საჭირო არ არის. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება დიალოგის საწარმოებლად და არსებული პრობლემების დიალოგის მეშვეობით გადასაჭრელად“, - თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი პუტინთან შეხვედრას ამზადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა