თეგებით ძიება

ბიზნესმენ დავით კოდუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 1 ივნისს ჩაინიშნა.

ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კოდუას ცოლი, ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ ქმარმა ის და მისი შვილი სცემა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ფიზიკურ ძალადობას კოდუას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

ბიზნესმენს ბრალი გუშინ წარუდგინეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა