თეგებით ძიება

პოლიციელის ცემის ფაქტი ხაიშის განყოფილებაში - დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

ხაიშის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველის ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ინციდენტში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, რომლებმაც ადგილიდან გაქცევა და მიმალვა მოახერხეს. ისინი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

შეგახსენებთ, ხაიშის პოლიციის განყოფილებაში სამი დღის წინ ხუთი პირი გადაიყვანეს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ავტომობილით ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდნენ. მათ დრო იხელთეს და ხელკეტებით ერთ-ერთ სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული კლინიკაში მოათავსეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა