არ ვაწერთ ხელს... რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია - ირმა ინაშვილი
რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია, - ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის გაფორმებას.
"იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. არ ვაწერთ ხელს არანაირ დოკუმენტს. რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია. ე.წ. ოპოზიციასაც და "ქართულ ოცნებასაც" სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს. სინამდვილეში მორიგჯერ გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი ცხადყოფს ამას. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად. არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ, არ არის. უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, "ქართულ ოცნებაზე" და კოჰაბიტაციაზე დიდი მტერი. გაიგეთ, ეს ერთი ხალხია და ერთი ბოროტებაა", - წერს ინაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოს ხელი არ მოუწერია.