თეგებით ძიება

ნიკა მელიამ, შესაძლოა, საპატიმრო რამდენიმე საათში დატოვოს

ნიკა მელიამ შესაძლოა საპატიმრო შარლ მიშელის ჩამოსვლამდე დატოვოს. დღეს დილიდან მისი ადვოკატები რუსთავის სასჯელაღსრულების 12-ე დაწესებულებაში იყვნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შესახვედრად.

უკვე აქტიურად განიხილავენ ვერსიას, რომ პარლამენტის ამნისტიამდე, შესაძლოა, მელია ციხიდან პროკურატურის შუამდგომლობით გამოუშვან.

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში მელიას გათავისუფლების შესაძლებლობის ვერსიას განიხილავს და ასახელებს მუხლს, რომელიც ენმ-ს ლიდერს პატიმრობიდან დაიხსნის

"სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 70

დანაშაულის ჩამდენი შეიძლება, გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება, გათავისუფლდეს. ეს მუხლი პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს გამოუშვან მელია (გირაოს და ყველაფრის გარეშე).

სრულიად პოლიტიკური სპექტრია ამ საკითხის გარშემო გაერთიანებული საქართველოში. ეს არის საკითხი, რომელიც დასავლური ინტეგრაციის წინაპირობაა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი ვალდებულებაა გენერალური პროკურორისთვის" - წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა