თეგებით ძიება

"მარტო სურენა დაიჭირეს შვილი არ ჩანს, დამალულია, იჭერთ თუ არ იჭერთ მეთქი, მე ორი შვილი მომიკლეს..." - გვიან ღამით, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ახალდაბაში - განზრახ მკვლელობის ბრალდებით გვიან ღამით პოლიციამ ერთი პირი, 70 წლის სურენ მაჭარაშვილი დააკავა.

მაჭარაშვილს 100-ზე მეტი პოლიციელი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

თვითმხილველის, მოკლულის მამის თქმით, დაინახა როგორ გარბოდნენ სურენ მაჭარაშვილი და მისი შვილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ოჯახი ამბობს, რომ მათ კონკრეტული მაღალჩინოსნები მფარველობენ და გამოძიებამ მხოლოდ ერთი პირი სწორედ ამის გამო დააკავა.

"მარტო სურენა დაიჭირეს შვილი არ ჩანს, დამალულია, მე ვუთხარი, იჭერთ თუ არ იჭერთ მეთქი, მე ორი შვილი მომიკლეს, მაშინ გამოატარონ და მეც ვესვრი და მოვკლავ. ეს არის ყაჩაღების საბუდარა. ვინაა ეს ხელისუფლება, ივანიშვილი, მისი დინასტია, პირველი მტერია საქართველოსი", - ამბობს გარდაცვლილის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურენ მაჭარაშვილი დანაშაულს აღიარებს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს წარუდგენენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა