თეგებით ძიება

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 119 წლისაა

ბიბლიოთეკა ეს მკითხველთათვის ყველაზე საყვარელი ადგილია, რადგანაც იქ არის გარემო, სადაც შეიგიძლია იგრძნო სიმყუდროვე, ჩაეფლო ოცნებეში და იფიქრო ყოველივე არსებულზე. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ის ადგილია, რომლიც სამყაროს სხვა თვალით დაგანახებს, ამასთან ერთად, გაფერადებს და გასწავლის უამრავ ახალ რამეს.

ბიბლიოთეკა ის ადგილია სადაც შეიძლება ერთდროულად შეიგრძნო როგორც დანტეს „ღვაებრივი კომედია“ ასევე დუმბაძის „მე ბებია ილიკო და ილარიონი“.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო ბიბლიოთეკა 1902 წელს გაიხსნა და ის უკვე 119 წლისაა. მის განვითარებაში უამრავი ბათუმელი მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე იყო აქტიურად ჩართული. ისინი ცდილობდნენ ბიბლიოთეკა რაც შეიძლება უფრო მეტად ყოფილიყო ხელმისაწვდომი მკითხველთათვის და ყოველ დღე ივსებოდა ბიბლიოთეკა ახალ-ახალი წიგნებით.

2018 წელს შენობა განახლდა. აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკა ორი ძირითადი შენობისგან შედგება. ერთი, რომლიც ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დგას, ხოლო მეორე, კერძოდ საბავშვო-ახალგაზრდული განყოფილება ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 119 წლისაა


ის, რომ ბიბლიოთეკა დღესაც არ კარგავს აქტუალობას, იქედანაც ჩანს, რომ მას ხუთი ათასზე მეტი რეგისტრირებული მკითხველი ჰყავს, რომელიც ხშირად სტუმრობს ბიბლიოთეკას. ამასთან ერთად ბათუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკა თანამშრომლობს სკოლებთან და ბათუმში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან. აქედან გამომდინარე მოსწავლე-სტუდენტებს არაერთი სახის შემეცნებითი ღონისძიება ჩაუტარებიათ ბიბლიოთეკის შენობაში.

ბიბლიოთეკაში განთავსებულია სპეციალური სივრცები, სადაც ეწყობა საჯარო ლექციები, კონფერენცები, წიგნის განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიოთეკაში წელიწადის სხვადასხვა დროს ტარდება ახალი წიგნების პრეზენტაცია.

ასე რომ, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, თავისი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა ბათუმელ მკითხველებს და ჩვენ უდიდეს იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ დიდხანს გააგრძელებს ასე.

სტატიის ავტორი - დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა