თეგებით ძიება

ვისაც გჯერათ რომ ჩამოვა, დაელოდეთ - გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

"ვისაც სჯერა დაელოდოს" - ასე პასუხობს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ, საქართველოში ჩამოვა.

გიორგი ვაშაძემ შეთანხმების დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ გაიმარჯვა.

"მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები, უკვე რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის მოხსენიებული. ამიტომ გაიმარჯვა მთელი გულით გაკეთებულმა შეთანხმებამ და მიხარია, რომ ამაში დიდი წვლილი მაქვს პარტნირებთან ერთად,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას შემოდგომაზე აანონსებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა