თეგებით ძიება

ვინ არის მახო „თბილისკი” – „დედ ჰასანის” მემკვიდრეს მოსკოვში ასამართლებენ

მოსკოვის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ წარმოშობით თბილისელ “კანონიერ ქურდს”, მალხაზ დარჩიევს (მახო თბილისკი) მოსკოვში გაასამართლებენ.

მას კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

არსებული ინფორმაციით, ის გავლენიანი “კანონიერი ქურდების” – ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპინჩიკი) და ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა.

ასლან უსოიანის მსგავსად მახოც თბილისელი იეზიდია. “დედ ჰასანის” მკვლელობის შემდეგ ის ამ უკანასკნელის მემკვიდრედ ითვლებოდა რუსეთის კრიმინალურ იერარქიაში. გამოძიების თანახმად, მახო კრიმინალურ სტრუქტურებში წამყვან პოზიციას იკავებს 2011 წლიდან.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მის გადაწყვეტილებებს ექვემდებარებიან კრიმინალური ლიდერები მოსკოვის, ნოვოსიბირსკის, ულიანოვსკისა და სვერდლოვსკის რეგიონებში. მალე მახო “თბილისკის” საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეგზავნება მოსკოვის საქალაქო სასამართლოს.

დარჩიევი „კანონიერ ქურდად” 2009 წელს დააგვირგვინეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა