თეგებით ძიება

რა აღმოაჩინეს გაუჩინარებული გოგონას წერილში

ნაპოვნია გაუჩინარებული 17 წლის მარიამის ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი, რომელიც პოლიციამ უკვე წაიღო და სწავლობს.

კლასელი ამბობს, რომ წერილში მკვლელობებზეც იყო საუბარი.

„მის ოთახში იყო წერილი, ეწერა, რომ ჩემს თავში ხმები ისმისო და რა ვუყო ამ ხმებსო. რაღაცა მკვლელობაზეც ეწერა, რომ 7-ს თუ არა, 6-ს კაცს მაინც მოვკლავო და ინიციალებით ეწერა პირველი ასოები – მასწავლებლის ინიციალები ეწერა და მკვდარი კაცი ეხატა, ხელმოჭრილი. ჩემს მისიას ავასრულებო, ინგლისურად ეწერა 2 ფურცელზე.

ის კი მქონდა შემჩნეული, რომ ბოლო 1 თვე დადიოდა სკოლაში, მანამდე არ უვლია და ჩემი აზრით დაგეგმილი ჰქონდა რომ წასულიყო,” – ამბობს გოგონა.

მისი ინფორმაციით, მარიამ ბურჭულაძეს ერთი ფეისბუქმეგობარი ჰყავდა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა მიმოწერა. გოგონას თქმით, ოჯახი მას გაესაუბრა, თუმცა გაუჩინარებულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა