თეგებით ძიება

ექიმი, რომლის თქმითაც, მეგი ბაქრაძეს ადრენალინი "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს იქ არ იყო - პროკურატურა

ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა. ამის სესახებ პროკურატურა აცხადებს და დასძენს, რომ მას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის უკვე წაუყენეს.

"ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები... თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ვილოეტა ინასარიძე მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიეს. მათ შორის იხსენებდა, რა გააკეთა უშუალოდ თვითონ. მაგალითად, 20 მარტს მედიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება:

"20-25 წუთში შეუძლოდ გახდა - ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა... ძალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე - აი, ამას ვადასტურებ - მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე..."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა