"სასქესო ორგანოზე შემეხო მოფერების დროს...35 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მამაჩემი პოლიციაში გამეშვა...” - მიშა ანდღულაძე მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ცნობილი პაროდისტი და „კომედი შოუს“ ერთ-ერთი ვეტერანი მსახიობი, მიშა ანდღულაძე მისი ცხოვრების სკანდალურ ეპიზოდზე საუბრობს. როგორც მსახიობი აცხადებს, მასზე ბავშვობაში საკუთარი მამა სექსუალურად ძალადობდა.
“ეს არ იყო მამაშვილური მოფერება, ეს იყო სექსუალური ძალადობა, გამოვაცემინე შემაკავებელი ორდენი. 35 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ მამაჩემი პოლიციაში გამეშვა”…” სასქესო ორგანოზე შემეხო მოფერების დროს”, – ამბობს მიშა ანდღულაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ერთ-ერთი გადაცემის ანონსში.
ცნობისთვის, მიშა ანდღულაძემ გასულ წელს განაცხადა, რომ 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა მაშინ მსახიობს დამნაშავის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. ანდღულაძის თქმით, აღნიშნულ ეპიზოდს მის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღწერს.
„თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში. 13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში.
წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმრერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია", - ამბობდა ანდღულაძე.
report.ge