თეგებით ძიება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადეპუტატო უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე სამი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას გაერთიანებული სარჩელი წარმოებაში მიიღო.

„8 მოსამართლემ დაინახა მიმართება კონსტიტუციასთან, რომელიც არის სარჩელში დაყენებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადოს შესაბამისი სტანდარტები არა მარტო ამ შემთხვევისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა შემთხვევისთვის, როცა დადგება ანალოგიური საკითხი. თუ სარჩელებს მოხსნიან, არ გვექნება შესაძლებლობა, ამ სარჩელებზე არსებითად ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასეთი შუამდგომლობა მხარეებს არ დაუყენებიათ. არის მხოლოდ ერთი შუამდგომლობა გადადების თაობაზე, გადაწყვეტილებას სასამართლო დღევანდელ სხდომაზე მიიღებს“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. 9 მოსამართლისგან ერთს - ევა გოცირიძეს აქვს განსხვავებული აზრი. ის მიიჩნევს, რომ სარჩელი საერთოდ არ უნდა მიეღოთ განსახილველად, ვინაიდან ბოიკოტი და რევოლუცია საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე არ დააკმაყოფილა, ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და თამარ კორძაიამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, როგორც არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა