თეგებით ძიება

"მაინც დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი მკვლელია" - დაღუპული არასრულწლოვნის დედა გამართლებულ პოლიციელზე

დაზარალებული მხარე გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ბრალდებული პოლიციელი გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"აუცილებლად გავასაჩივრებ სააპელაციოში, შემდეგ უზენაესში, ბოლომდე ვიბრძოლებ, მაინც დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი" ,- აცხადებს ავტოავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის დედა.

2020 წლის 26 ივლისს, სოფელ არაგვისპირში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის მოზარდი ლ.ზ. დაიღუპა. გარდაცვლილის დედის თქმით, ავტომანქანას სწორედ დუშეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ვლადიმერ ფრიდონაშვილი მართავდა ნასვამ მდგომარეობაში.

მათივე თქმით, ფრიდონაშვილს ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ალკოტესტით ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახი ამბობს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს და პოლიციელის დანაშაული არ გამოკვეთეს.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა