თეგებით ძიება

დიმიტრი ხუნდაძე: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ქვეყანა ერთი სამშობლოს პრინციპით ვმართოთ

"როგორც იქნა ერთად შეკრება მოვახერხეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევძელით კრიზისული სიტუაციის განმუხტვა დიალოგის გზით, მართალია უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ მაინც ჩვენი გადაწყვეტილებით", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, სესიაზე განაცხადა.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ ერთი სამშობლოს პრინციპით ვმართოთ ქვეყანა. ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის სლოგანი და მაშინ ყველანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ძლიერ მხარედ ჩაითვლება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა