თეგებით ძიება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიცალური ვიზიტით ეწვევა

2021 წლის 27-29 აპრილს ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას გამართავს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციას შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ჩატარდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ის ასევე პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა