"გათავისუფლდნენ პოლიტ-მედია პატიმრები" - უცნობი და ვატო შაქარაშვილი სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან
უცნობი და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ და თავდებში უდგებიან - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "აი იას" დამფუძნებლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
მათი განცხადებით, ისინი აპირებენ ხელმოწერებით მივიდნენ სასამართლოსთან და თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ.
უცნობი და შაქარაშვილი დაკავებულებს პოლიტ-მედია პატიმრებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ბრალდებულების პოლიტმედია ტერორისგან დაცვა სურთ:
"საზოგადოება გაერთიანდა პოლიტმედია პატიმრების დასაცავად. სამი დღის წინ გამოქვეყნდა თავდებობის ელექტონული დოკუმენტი და უკვე 2000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები, უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან", - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.