თეგებით ძიება

დანგრევის პირას მყოფი სახლები ჭიათურაში

საქართველოს თითოეული რეგიონი გარკვეული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას.

პრობლემათა სიუხვით გამოირჩევა ქალაქიც, რომელიც მანგანუმის მაღაროებითაა ცნობილი.

თუმცა ინდუსტრია, რომელიც ქალაქის მთავარ მამოძრავებელ ძალად ითვლება პირდაპირ გავლენას ახდენს ადგილობრივებზე, რის შედეგადაც ვიღებთ დანგრეულ და დაბზარულ სახლის კედლებს.

პრობლემის ეპიცენტრი ჭიათურის სოფელი შუქრუთია, სადაც მოსახლეობას ყოველდღიურად შიშში უწევს ცხოვრება, მათ არაერთი აქცია გამართეს იმ მიზნით, რომ პრობლემა როგორმე აღმოფხვრილიყო.

შუქრუთის მცხოვრებლები ითხოვენ კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზის“ მტკიცებით მათი საქმიანობა სოფლისთვის ზიანის მომტანი არ არის. თუმცა ფაქტია, რომ მანგანუმის მოპოვების დროს მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ათობით სახლი დანგრევიის პირასაა. ხშირ შემთხვევაში კი ადგილობრივებს საცხოვრებლის დატოვება უწევთ და სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ კერძო კომპანიამ მათ დაუკითხავად დაიწყო ნედლეულის მოპოვებითი სამუშაოები. სახლების ნგრევასთან ერთად კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც საგრძნობლად გაუარესდა.

აღნიშნული მდგომარეობა ნამდვილად სახელმწიფოს სირცხვილია, რადგანაც არ გააჩნია ელემენტარული ალტერნატივა და ხედვა იმისა რომ, როგორმე დაიცვას ადამიანები იმისგან რომ მათ ყოველდღიურად არ მოუწიოთ იმ შიშით ცხოვრება თუ როდის გამოეცლებათ ფეხქვეშ მიწა.


დანგრევის პირას მყოფი სახლები ჭიათურაში


სტატიის ავტორი - მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა