თეგებით ძიება

ახალგაზრდების წამოწყება, რომელიც სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს

თემა რომელზეც მინდა გესაუბროთ ბევრისთვის ცნობილი ხოლო ბევრისთვის უცნობია. ამ დიდი მიღწევის გასაგებად უკეთესი იქნება ჯერ ძველ სტატიას გაეცნოთ, რადგან უფრო აღქმადი და თვალსაჩინო გახდეს თქვენთვის ახალგაზრდების ძალა.

მინდა გაგაცნოთ ის პატარა ბავშვები , რომლებიც უკვე „პაწაწინა“ ხელების ნაცვლად თავისი აწ უკვე დიდი შესაძლებლობებით ცდილობენ, შეცვალონ მათი ყოველდღიურობა და მაგალითები გახდნენ სხვებისთვის.

ადამიანის შინაგანი კულტურა განისაზღვრება მათი ქცევებით, რაც ნათლად გამოიხატება გარემოს დაცვასა და ზრუნვაში. სულაც არ არის საჭირო ფინანსები იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, ჩვენი და ჩვენი პატარების უსაფრთხოებისთვის. ამისთის მხოლოდ საჭიროა ცოტაოდენი დრო და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ახალგაზრდებმა , რომლებზეც დღეს მოგიყვებით სწორედ დიდი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით შეძლეს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა , ადამიანების დარწმუნება იმ საკითხში, რომ ბუნებას გაფრთხილება სჭირდება. „რასაც გადააგდებ უკან დაგიბრუნდება“!

უპირველეს ყოვლისა მინდა მოგიყვეთ იმ ძალისხმევისა და სულისკვეთების შესახებ , რომელიც ახალგაზრდებმა ამ საქმეში ჩადეს. მათ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ ერთობას დიდი ძალა აქვს და თუ მოინდომებ ყველაფერი შესაძლებელია. ახალგაზრდებმა თავისი იდეის განსახორციელებლად მიმართეს“ ქობულეთის ჩაქვისა და მახინჯაურის მაჟორიტარ დეპუტატს აჭარის უმაღლეს საბჭოში“- ცოტნე ანანიძეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონმა ცოტნემ მოუსმინა და თვითონვე გამოხატა სურვილი ჩართულიყო ახალგაზრდების წამოწყებულ აქტივობებში, რომელიც ნამდვილად არ აღმოჩნდა „ცრუ“ დაპირება.

ახალგაზრდების წამოწყება, რომელიც სხვებისთვის მაგალითი უნდა გახდეს


ამის შემდეგ, ბატონი ცოტნე თავის წარმომადგენლებთან ერთად მობრძანდა ჩვენს უბანში, გაეცნო პრობლემებს და იმ დღესვე დაიწყო ამის მოგვარება. შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ გარემოს დასუფთავება, იმ დღესვე დაიდგა სანაგვე ურნა, რომელსაც მოსახლეობა ამდენი ხნის მანძილზე ითხოვდა. ბატონ ცოტნესთან და მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა პროექტები, რომლებიც ნელ-ნელა უნდა შესრულდეს.

ამ ვიზიტის შემდეგ ახალგაზრდებში მოტივაციამ უფრო და უფრო იმატა. ბავშები ყოველდღიურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობებით შეექმნათ, რაღაც ახალი და საინტერესო. ამის მიუხედავად იყო რამდენიმე წინაღობა მეზობლებს შორის, რამაც გავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე, მაგრამ ამის მიუხედავად ფარხმალი არავის დაუყრია და წინაღობებს ძალიან კარგად გაუმკლავდნენ. რაც ქუჩის სილამაზეზეც აისახა.



ქუჩის ზოლში დაირგო პალმები, რომლებიც ისევ საზოგადოებამ მოაგროვა. უფროსებიც მეტი ყურადღებით მოეკიდნენ დასუფთავების საკითხს. მათი ხელშეწყობით გასწორდა, დასუფთავდა და გალამაზდა მიმდებარე ტერიტორიები, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, რასაც ფოტოებში ხედავთ ისტორიის დასაწყისია და დიდი პროექტები ჯერ კიდევ წინ არის. ახალგაზრდებს ღრმად სწამთ, რომ კარგი მაგალითი გადამდებია და სხვა ადამიანებიც დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და სისუფთავე.

ახალგაზრდების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, ამიტომ საჭიროა მაგალითის მიცემა, რადგან მეტად დაინტერესდნენ და მიეცეთ იმედი, რომ მონდომება უფრო მთავარია ვიდრე ფული ამ საქმეში.

ბევრი ასეთი მოტივირებული და ძლიერი ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანას!

სტატიის ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა