თეგებით ძიება

ადვოკატი: ნიკა მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვას

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვას, თუკი გაწვეული იქნება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.

„ის, რომ კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან მისი გაწვევა შეიძლება პირველი და მეორე მოსმენის დროს. ნიკა მელია მზად არის, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის ჩარიცხვას, თუკი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი გაწვეული იქნება“, - აცხადებს კონდახიშვილი.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა