თეგებით ძიება

სავარაუდო სქესობრივი კავშირი 7 წლის ბიჭზე მუქარით განახორციელეს, შემდეგ კი აშანტაჟებდნენ - საქმის ახალი დეტალები

თბილისის ერთ-ერთ სკვერში, 7 წლის ბიჭზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. ინფორმაცია "რუსთავი2" ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დღის საათებში მცირეწლოვანზე მისმა უბნელებმა იძალადეს, მოძალადეებს შორის 2 არასრულწოვანი და ერთი ზრდასრულია. არაოფიციალური ვერსიით, სავარაუდო სქესობრივი კავშირი მცირეწლოვანზე მუქარით განახორციელეს. შემთხვევის შესახებ ბავშვმა დედას თავად უთხრა, სამართალდამცველებმაც ამბავი მშობლისგან გაიგეს.

უბანში, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა, ძალადობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობენ. იცნობენ ოჯახსაც, რომლებიც იქ ქირით ცხოვრობენ, თუმცა იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება , საჯაროდ საუბრისგან ყველა თავს იკავებს.

ვინ არიან მოძალადეები, ან არიან თუ არა დაკავებულები, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგანს საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს, თუმცა მომხდარზე სისიხლის სამართლის საქმე რომ აღძრულია "კურიერს" დაუდასტურეს.

საგამოძიებო მოქმედებები, "კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის ადგილას აქტიურად მიმდინარეობდა - ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ. სამართალდამცველებმა გამოკითხეს ყველა, ვისაც დანაშაულის შესახებ, შესაძლოა, რამე ინფორმაცია ჰქონოდა, მათ შორის - არასრულწლოვნები, რომლებიც იმავე უბანში ცხოვრობენ. პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერებიც.

"რუსთავი2"-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველიც, "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ადვოკატმა დეტალებზე არ გაამახვილა ყურადღება,რადგან, მისი თქმით, საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი დაწერა.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა , რომ 7 წლის ბიჭზე სქესობრივი ძალადობა გასულ წელსაც განხორციელდა, ამჯერად, დანაშაული ერთ-ერთ რეგიონში მოხდა, სადაც ბავშვი დასასვენებლად მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. არაოფიციალური ვერსიით, მაშინ მცირეწლოვანს ინტიმური ხასიათის ფოტოებიც გადაუღეს, არ არის გამორიცხული, მოძალადეები მსხვერპლს სწორედ ამ ფოტოებით აშანტაჟებდნენ. სავარაუდოდ, დანაშაულში მონაწილე პირები ერთმანეთთან კავშირში არიან. "კურიერმა" გაარკვია ისიც, რომ ჩატარებულია ექსპერტიზაც და დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა