თეგებით ძიება

სპეცოპერაცია სამეგრელოში: პოლიციამ გაფრთხილების გარეშე, დამიზნებით ესროლა - მამა-შვილის დაჭრის დეტალები

სპეცოპერაცია საოკუპაციო ხაზთან - გალში აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ირკვევა, რომ ძანძავები კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობდნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და გაფრთხილების გარეშე ზურგში დამიზნებით ესროლეს.

როგორც პაპუნა ძანძავას დედა აცხადებს, ოჯახი მრავალშვილიანია, შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ და ამიტომ გადაწყვიტეს კონტრაბანდული სიგარეტი გაეყიდათ და ოჯახი ერჩინათ.

დაჭრილი მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. 19 წლის პაპუნა ძანძავას მდგომარეობა მძიმეა, მამის - ბადრი ძანძავასი კი დამაკმაყოფილებელი:

"ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ხერხემლის არეში, პაციენტის მდგომარეობა იყო შოკური. გაეწია სათანადო დახმარება, რის შემდეგაც გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში. კვლევების შედეგად დადგინდა გულ-მკერდის მეოთხე მალის, განივი მორჩების და წვეტიანი მორჩის ფრაგმენტული მოტეხილობა. მეორე პაციენტი შემოყვანილია, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, 112 ბრიგადის მიერ. მას აღენიშნებოდა ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. ცეცხლნასროლი ჭრილობა ტერფის მიდამოში. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე" ,- აცხადებენ კლინიკაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა