ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
გასული წლის აგვისტოში ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს - ნაფიცმა მსაჯულებმა ზაზა ჩაფიძე უდანაშაულოდ ცნეს.
გამოძიება ჩაფიძეს ზაურ სოფრომაძის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ჩაფიძს მეუღლის განცხადებით, მისმა ქმარმა 9 თვე უსამართლოდ გაატარა ციხეში, ნამდვილი მკვლელი კი ამ დრომდე დაუსჯელია. მისი თქმით, არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც პოლიციის ავტომობილი ჩანს.