ლაგოდეხში 85 წლის ქალს ეძებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში 85 წლის ქალი დაიკარგა. გაუჩინარებულ თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, მეოთხე დღეა ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, მოხუცი 27 აპრილს ჩუმად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.