თეგებით ძიება

"რუსთავი აზოტის" გაფიცული თანამშრომლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. შედეგებით უკმაყოფილო არიან გაფიცულები. მათი თქმით, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა თვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო ვისაც 1000-დან 1500 ლარამდე აქვს, მათ 125 ლარით მოემატებათ. ამასთან, დმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომლებს ჩაურიცხოს აღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია.

შგახსენებთ, რომ "რუსთავი აზოტის" თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა