თეგებით ძიება

„მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად“ - მღვიმევის მონასტერი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით

ჭიათურა პატარა ქალაქია, მაგრამ მრავალ ღირსშესანიშნავ ადგილს იტევს. მათგან ერთ-ერთი მღვიმევის მონასტერია, რომელიც ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას სანაპიროსთან აღმართულ კლდეში მდებარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ტურისტებისთვის ქალაქის სავიზიტო ბარათია.

მღვიმევის მონასტრის ისტორია მე-13 საუკუნიდან იწყება. იგი რაჭის ერისთავმა რატიმ დააარსა.

სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, მნახველზე შთაბეჭდილებას ერთი შეხედვითაც კი ახდენს. იქ მოსახვედრად გრძელი და ვიწრო კიბის მრავალი საფეხურის გავლაა საჭირო.

„მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად“ მდებარე მონასტერს რამდენიმე საინტერესო თავისებურება გააჩნია, რაც ხაზს უსვავს მის უნიკალურობას. მონასტრის შუაგულში არის დიდი ქვის ლოდი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მილიმეტრობით იზრდება.

სამონასტრო კომპლექსში სულ რამდენიმე ნაგებობაა. მთავარი ტაძარი სადაც წირვა-ლოცვა აღევლინება მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული, რაც მთავარია აქვე შემორჩენილია მე-13 - მე-14 საუკუნის მოხატულობა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლიდან მღვიმევის დედათა მონასტერს რამდენიმე თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობა შეემატა, ამჟამად მონასტერში 4 მონაზონი მსახურობს.

ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა