თეგებით ძიება

როგორ აღინიშნება აღდგომის დღესასწაული გურიაში

აღდგომიდან ამაღლებამდე გურულები ერთმანეთს ასე ესალმებიან: ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ! პასუხად – ჭეშმარიტად აღსდგა – მადლი მახარობელს!

გურულები გასაკუთრებული სიხარულითა და ფუსფუსით აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს. ტრადიციულად წითლად იღებება კვერცხი, ცხვება პასკა, ტარდება სააღდგომო წირვა და ეწყობა სხვადასხვა აქტივობები.

150 წელზე მეტია, გურულები აღდგომას ლელობურთით ხვდებიან, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში იმართება.

გადმოცემის თანახმად, ამ მიდამოებში, 1854 წლის მაისში, გურულების მცირე რაზმმა თურქთა სარდლის სელიმ ფაშას დიდძალი ჯარი ამოხოცა, მათ შორის მოღალატე ჰასან-ბეგ თავდგირიძე და შუხუთფერდის სახელით ცნობილ ბრძოლაში ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

მას შემდეგ, აქ ურთიერთობას ლელოს გატანაში ზემოურები (ზემოშუხუთლები) და ქვემოურები (ქვემოშუხუთლები) არკვევენ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ზემოურებმა და ქვემოურებმა ლელო შუხუთის ცენტრში სიმბოლურად ააგდეს და ბურთი თბილისში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წაიღეს.

გადმოცემის მიხედვით, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა შუხუთში შეკერილი ლელოს ბურთი გურიის საზღვრებს გასცდა.

დღეისთვის კი ლელობურთს თამაშობენ ლანჩხუთისა და შუხუთის საზღვარზე. შეჯიბრება იწყება შუხუთის ცენტრიდან და მოწინაღმდეგე გუნდის ამოცანაა ლელობურთი მიიტანონ ღელემდე, რომელიც შუხუთის ცენტრიდან დაშორებულია 130 მეტრით.

რაც შეეხება ლელობურთს, ის სილითა და ნახერხით სავსეა, რომელიც 18 კილოს იწონის. შეჯიბრება იწყება მას შემდეგ, როცა სოფლის მოძღვარი ბურთს ისვრის მაღლა. გუნდი, რომელიც ღელემდე მიიტანს ლელობურთს, გამარჯვებას მოიპოვებს და გამარჯვებულ მხარეს ბურთი იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე მიაქვს.

გარდა ლელო ბურთისა სპეციალურად მოწყობილ მოედანზე იმართებოდა, ჭაკუნობა, ჭიდაობა, თოფით ნიშანში სროლა, ჯირითი, ცეკვა და ა.შ.

აღსანიშნავია ის, რომ გურულ კაცსს წითელი კვერცხისთვის პერანგზე საგანგებოდ დაკერებული ჯიბე აქვს, რადგანაც კვერცხს ხელში არ იჭერენ.

ასევე გადმოცემის თანხმად წინათ გურული კაცი წითელ კვერცხს არავისგან მიიღებდა თუ მას ახალი გარდაცვლილი ჰყავდა ოჯახში.

ამის შემდეგ კი იწყებოდა „კვერცხებით მტეხლობა“ რაც გულისხმობს იმას, რომ გურულები ერთმანეთს ეჯიბრებიან კვერცხის გატეხვაში და მოგებულს დამარცხებულის კვერცხი ნადავლად რჩება.


სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა