თეგებით ძიება

აჭარის გამორჩეული ადგილი - მტირალას ეროვნული პარკი

აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა საკუთარი ბუნების მშვენიერებით, ამას, თუნდაც, ის ადასტურებს, რომ აჭარის ტერიტორიაზე უამრავი ეროვნული პარკია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისვლა და დათვალიერება. უამრავი ლამაზი სოფელია, რომელიც ამ კუთხეს კიდევ უფრო ამშვენებს.

დღეს აჭარის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილზე, მტირალას ეროვნულ პარკზე მოგიყვებით, რომლის სახელწოდებაც მის ტერიტორიაზე არსებული უხვი ნალექიდან მოდის.

მტირალას ეროვნული პარკი აჭარის ოთხ რაიონულ ცენტრს შორის მდებარეობს და ვიზიტორებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროსაა ღია.

აჭარის გამორჩეული ადგილი - მტირალას ეროვნული პარკი


თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე სალაშქროდ წასვლას გადაწყვეტთ, ქობულეთის რაიონს, კერძოდ კი დაბა ჩაქვს უნდა მიადგეთ, რადგანაც სწორედ აქ მდებარეობს ადმინისტრაციული შენობა, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი, სოფელ ჩაქვისთავშია.

მტირალა მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე საკმაოდ გრძელი საფეხმავლო ბილიკია, სადაც უამრავი ლაშქრობები ეწყობა, ასევე ტერიტორიის შიგნით საპიკნიკე ადგილებია, რასაც ემატება კოტეჯის ტიპის ხის სახელები, სადაც დასვენებას შეძლებთ. ამასთან ერთად აღნიშნულ ტერიტროიაზე შესაძლებელია საცხენოსნო ან სამეცნიერო ტიპის ტურების მოწყობა.



თუ მტირალს პარკში ლაშქრობას გადაწყვეტთ, ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ დაიქირავოთ გიდი, რომლიც გზის გაკვალვაში მოგეხმარებათ. თუ ამის სურვილი არ გაქვთ და მარტო გინდათ დალაშქროთ მტირალა, ამ შემთხვავში ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ სპეციალური რუქისა და ინფორმაციის გაცნობას, რომელიც დაგეხმარებათ, რასაც ემატება კეთილმოწყობილი ბილიკები, რომლიც გზის გაკვალვაში მარტივად დაგეხმარებათ.



როდესაც ეროვნულ პარკზე ვსაუბრობთ იქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი მცენარეები, რომლებიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებია.

ამასთან ერთად ტერიტორიაზე არის მთის ტბა და წაბლნარის ჩანჩქერი, რომელიც საოცარია ადგილია სანახავად, ტბაში სასეირნო გონდოლია, რითიც შეძლებთ გასეირნებას.

პარკში 2017 წლიდან ფუნქციონირებს „ზიპლაინი“, რომლიც პარკში მისულთ სთავაზობს ულამაზეს ხედებს მტირალას ხეობიდან.


ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა