თეგებით ძიება

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად - გომელაური გარეჯის ინციდენტზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ყველანაირი ძალადობა დაგმო, თუმცა გამოძიების მუხლის კვალიფიკაციის შეცვალსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის კვალიფიკაციაა.

"პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან კანონის შესაბამისად.

მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს" - თქვა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა