თეგებით ძიება

ყვარელში კაცი დაჭრეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცეცხლსასროლი იარაღით შუახნის კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა